„ნებისმიერ ექსპერტს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა მთავარია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ არ აიღოს სესხი უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კურსზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული. რა თქმა უნდა, აჟიოტაჟიც ნაკლები იქნება და, შესაბამისად, მერყეობაც ნაკლები იქნება ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა
1995 წლის ოქტომბრიდან ლარი საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა. ეროვნულმა ბანკმა 1995 წლის 25 ოქტომბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,3 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 1998 წლიდან ლარის კურსმა ნელ-ნელა დაცემა დაიწყო. წლების განმავლობაში ლარის კურსი 1,6 – 2,2 ნიშნულზე მერყეობდა.
ეროვნულმა ვალუტამ ფსიქოლოგიური ნიშნული 2,5 ლარი 2016 წლის 25 ნოემბერს გადალახა. მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერში აშშ დოლარის მიმართ მორიგი რეკორდი — 2,8 ლარი დამყარდა, ლარის კურსმა დასტაბილურება დაიწყო.