შაბათი, 4 ნოემბერი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ქარი 9-14 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, დღისით —16-21. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 6-1, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0 — 5 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 13-18. მაღალ მთაში ღამით იქნება — მინუს 6 — 0, ხოლო დღისით — 0 — 5 გრადუსი სითბო.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დაუბერავს სუსტი ქარი. ღამით იქნება +2 გრადუსი, ხოლო დღისით — 16 გრადუსი სითბო.
კვირა, 5 ნოემბერი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს შეადგენს, აღმოსავლეთში კი წამში 8-13 მეტრს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 5-10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 15-20. მაღალ მთაში ღამით მინუს 7-2, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, დღისით —15-20. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 8-3, ხოლო დღისით — 0 – 5 გრადუსი სითბო.
თბილისში მოსალოდნელია სუსტი ქარი და უნალექო ამინდი. ღამით იქნება +4 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 18.