„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. "

ისნის და სამგორის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის და ფიროსმანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გობრონიძის, ზნაკვის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, გაბაშვილის, აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას ქუჩის და ჯიქიას ფერდობის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0