ფლამენკო — ეს ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრია, რომელიც ანდალუსიაში წარმოიშვა ესპანურ, ბოშურ და არაბულ ფოლკლორზე დაყრდნობით. ცეკვა მეტად ცეცხლოვანია და ემოციური, გრძნობებით პირთამდე აღსავსე და ვნებიანი, სიმღერა კი — მკვეთრად დრამატული, ძირითადად, ტრაგიკული შინაარსისა.
ფლამენკო, მისი არსებობის განმავლობაში, არაერთ შეუდარებელ არტისტს შეუსრულებია, დაწყებული კარმენ ამაიათი, გაგრძელებული ხოაკინ კორტესით და გასრულებული მარინა ერედიათი. ყველა მათგანი ესპანეთის სიამაყეა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს…
მაგრამ ეს პატარა ბიჭი, რომელიც სწორედ მარინა ერედიას აკომპანემენტზე ცეკვავს, ლამის ჩრდილავს კიდეც მუსიკალური ფლამენკოს ამ შეუდარებელ დიდოსტატს.
ის ზუსტად 3:00 წუთზე გამოჩნდება ვიდეოში და ნახავთ, როგორი ტემპერამენტით, გრძნობით, ემოციითა და ვნებით ცეკვავს და როგორ აღელვებს დარბაზს თავისი შემოქმედებით.