ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ამინდის გაუარესების გამო საქართველოს ცალკეულ ავტომაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-53 კმ (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0