ახალციხეში მამაკაცს ცოლის ფოტოების გამოქვეყნების მუქარით ფულს სძალავდნენ

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა მამაკაცი მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ახალციხის პოლიციის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული თ.ი. გამოძალვის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

დაკავებული, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცი 200 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის გამო დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცს მისი ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 000 აშშ დოლარს სძალავდა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მანამდე დააკავეს, ვიდრე მოქალაქე მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0