Victoria"s Secret–მა ორი მილიონი დოლარის ღირებულების ბიუსტჰალტერი წარმოადგინა

© REUTERS / Charles Platiauგრეის ელიზაბეტი – Victoria's Secret–ის ახალი ანგელოსი
გრეის ელიზაბეტი – Victoria's Secret–ის ახალი ანგელოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძვირფასი ქვებით დამშვენებული ბიუსტჰალტერი Victoria"s Secret–ის ყოველწლიური შოუს ცენტრალური ელემენტი გახდება

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში ქალის თეთრეულის გაყიდვის კუთხით ერთ–ერთმა ყველაზე ცნობილმა კომპანია Victoria"s Secret–მა ორი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიუსტჰალტერი წარმოადგინა, აღნიშნულია კომპანიის ვებ–გვერდზე.

ბიუსტჰალტერი შამპანიურის ღამეები" წარმოადგინა 27 წლის ბრაზილიელმა მოდელმა ლაის რიბეირომ, რომელიც Victoria"s Secret–ის ანგელოსი 2010 წლიდან არის. მოდური აქსესუარების შვეიცარიული კომპანია Mouawad–ის შექმნილი საცვალი მორთულია ბრილიანტებით, ყვითელი საფირებითა და ცისფერი ტოპაზებით.

A post shared by Victoria's Secret (@victoriassecret) on Nov 1, 2017 at 1:29pm PDT

 

ბიუსტჰალტერი Victoria"s Secret–ის ყოველწლიური შოუს ცენტრალური ელემენტი გახდება. შოუ 20 ნოემბერს შანხაიში გაიმართება.

 

ოქროს ბიუსტჰალტერები უკვე მოდის სახლის ჩვენებების ტრადიციული და მთავარი ელემენტი გახდა. გასულ წელს ის, მაგალითად, ჟიზელ ბუნდჰენს ეცვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0