თბილისში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანონო იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე 32 წლის მამაკაცი დააკავეს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 32 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


ყველა ახალი ამბავი
0