სამშაბათს დღისით მანჰეტენზე სატვირთომ რამდენიმე ქუჩაზე ველობილიკის გავლით ქვეითები და ველოსიპედისტები გაიტანა, შემდეგ კი სკოლის ავტობუსს დაეჯახა.
ამერიკული მედია იუწყება 29 წლის უზბეკი სეიფულო საიპოვის დაკავების შესახებ, რომელიც აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილმა მანქანაში დატოვა წერილი იმის შესახებ, რომ თავდასხმა "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ჩაიდინა.