საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო გახდება

© FB / Aagency of Management of Kindergartensსაბავშვო ბაღი თბილისში
საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ბაღების აღმზრდელები თავდაპირველად გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს, ხოლო შემდეგ ვალდებული იქნებიან, მაგისტრის ხარისხი მიიღონ.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საბავშვო ბაღებში მომავალი წლიდან, შესაძლოა, იმუშაონ მხოლოდ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე პირებმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პედაგოგ-აღმზრდელის სტატუსი ითვალისწინებს უმაღლეს განათლებას ბავშვების სკოლისთვის მოსამზადებლად. ამჟამად საქართველოს საბავშვო ბაღებში 2,5 ათასამდე აღმზრდელი მუშაობს. აქედან აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი, შესაძლოა, ყველამ ვერ მიიღოს, მაგრამ გადამზადებას ყველა გაივლის.

საქართველოს კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში ქვეყნის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი პროფესიული სტანდარტის დანერგვა სავალდებულო გახდება.

საბავშვო ბაღი თვითმფრინავში: რუსთავში ბავშვებისათვის გასართობი მოაწყვეს - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღი თვითმფრინავში: რუსთავში ЯК-40 ბავშვების გასართობად გადააკეთეს

გარდა ამისა, 2024 წლის 1 სექტემბრიდან აღმზრდელ-პედაგოგის თანამდებობაზე დასაქმდებიან მხოლოდ ისინი, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით.

„2024 წლამდე აღმზრდელ–პედაგოგის თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის სავალდებულო არ არის სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი ჰქონდეს მიღებული. 2024 წლის სექტემბრიდან კი ნებისმიერ აღმზრდელ–პედაგოგს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს. რატომ 2024 წლიდან? იმიტომ რომ უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით აღმზრდელ–პედაგოგის სასწავლო პროგრამები დანერგონ", — განაცხადა თორდინავამ.

მანამდე კი, სკოლამდელ დაწესებულებებს აღმზრდელი პედაგოგების დეფიციტი რომ არ შეექმნათ, მოქმედი თანამშრომლების გადამზადება დაიწყება.

ტრენინგების გავლისა და შესაბამისი ქულების მიღების შემდეგ თანამშრომლები აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსს მიიღებენ.

„ამდენად, ასეთი სტატუსი პედაგოგებს, შესაძლოა, მომავალი წლიდან უკვე მიენიჭოთ", — აღნიშნა თორდინავამ.

სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოს მთავრობამ 27 ოქტომბერს დაამტკიცა ახალი სტანდარტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებში იმ აუცილებელი უნარების განვითარების ხელშეწყობას, რომლებიც მათ სკოლაში გამოადგებათ.

ყველა ახალი ამბავი
0