გაქურდული სახლი და ცოლის ღალატი მეზობელთან: ერთ დღეში მომხდარი ორი უმძიმესი შემთხვევა

CC BY 2.0 / Ryan Lea / Father.ჩაფიქრებული მამაკაცი
ჩაფიქრებული მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელი მამაკაცის სახლიდან ქურდებმა შვიდი სანადირო თოფი მოიპარეს, რაც ფრიად დროული აღმოჩნდა, ვინაიდან კაცმა იმავე დღეს ცოლი მეზობლის ლოგინში აღმოაჩინა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ ვიჩენცაში მცხოვრებმა მამაკაცმა ერთ დღეში ორი თავზარდამცემი ამბავი გადაიტანა: სამსახურიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სახლი პირწმინდად გაექურდათ, მერე კი შეიტყო, რომ ცოლი მეზობელთან ღალატობდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

როცა ურთიერთობაში მესამე დგება... - Sputnik საქართველო
ავსტრალიელი ექსპერტები: მამაკაცი გღალატობთ, თუ... - მოღალატე ქმრის ამომცნობი ნიშნები

იტალიური მასმედიის ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცის სახლში ფანჯრიდან გადამძვრალ მძარცველებს მთელი ძვირფასეულობა და იარაღის სპეციალური კარადა წაეღოთ, რომელშიც შვიდი სანადირო თოფი ინახებოდა. სასოწარკვეთილი კაცი მეზობელთან გადავიდა, რათა ეკითხა, ვინმე ან რამე ხომ არ შეუნიშნავს მისი სახლის ახლომახლო. მაგრამ ვერაფრის გარკვევა ვერ მოახერხა, ვინაიდან იქ მეორე უსიამოვნება ელოდა მეზობლის ლოგინში მწოლიარე საკუთარი ცოლის სახით.

არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა საქმე, ქურდებს კაცის მთელი იარაღი რომ არ მოეპარათ. ამასთან პოლიცია, რომელიც სახლის გაქურდვის გამო ჰყავდა მამაკაცს გამოძახებული, უკვე ადგილზე იყო და გაცოფებული ქმრის შეკავება მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა უკვე იპოვეს მოპარული იარაღი, თუმცა მფლობელისთვის გადაცემას არ ჩქარობენ.

ყველა ახალი ამბავი
0