სესიაშვილი: ნდობის ჯგუფი ოთხი წევრით დაკომპლექტდება
„კანონი გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ამ შემთხვეაში ნდობის ჯგუფი ოთხი პირისგან დაკომპლექტდეს"- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.
ტელეკომპანიის ცნობით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი ამ დრომდე იმიტომ არ შექმნილა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა" ერთი სადაო კვოტა ვერ გაინაწილეს. აქედან გამომდინარე, ნდობის ჯგუფი ოთხი წევრისგან დაკომპლექტდება. მის შემადგენლობაში არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი აბესაძე შევლენ.