დრონების მფლობელთა საყურადღებოდ: ახალი წესები

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / ფოტობანკში გადასვლაუპილოტო საფრენი აპარატი
უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
დრონების რეგისტრირება საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ 16 წელს ზევით ადამიანებზე.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ამიერიდან 5 კილოგრამზე მეტი წონის მქონე უპილოტო საფრენი აპარატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უნდა დარეგისტრირდეს.

1 ნოემბერს ამოქმედებული ახალი წესების თანახმად, საფრენი აპარატის დარეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ ადამიანზე, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა. ამასთან, რეგისტრაციის განახლება აუცილებელია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

ყოველ რეგისტრირებულ უპილოტო საფრენ აპარატს უნდა ჰქონდეს თავისი ამოსაცნობი ხუთციფრიანი ნომერი.

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
რა სიახლეები ელოდება საქართველოს მოსახლეობას 1 სექტემბრიდან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააწესა შეზღუდვები უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებისთვის, გარდა სათამაშოებისა და 250 გრამზე ნაკლები წონის აპარატებისა.

სააგენტოს სპეციალური ნებართვის გარეშე შესაძლებელია 25 კგ-მდე მასის საფრენი აპარატის გამოყენება, რომლის ფრენის დასაშვები სიჩქარეა 54 კმ/სთ. ამასთან, ის უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურად 50 მეტრის დაშორებით ადამიანთა ჯგუფისგან, რკინიგზისა და საავტომობილო გზისგან და 6 კმ-ში ჰორიზონტალურად — აეროდრომიდან.

სხვა შემთხვევებში აუცილებელია ფრენის სპეციალური ნებართვა.

150 კილოგრამზე მეტი წონის მქონე უპილოტო საფრენი აპარატის სამართავად აუცილებელია პილოტის კატეგორიის მოპოვება.

1 სექტემბრიდან უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე დედამიწიდან 400 ფუტი, ანუ 122 მეტრია, ხოლო დასაშვები სიჩქარე — 160 კილომეტრი საათში.

ამასთან, იკრძალება უპილოტო საფრენი ხომალდებით ადამიანების გადაყვანა, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, უპილოტო საჰაერო ხომალდის დაუდევრად მართვა, რამაც შეიძლება სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვიოს; ავტონომიური უპილოტო საჰაერო ხომალდების გამოყენება და ერთდროულად რამდენიმე საფრენი აპარატის მართვა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური