მესტვირიშვილი: საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზით ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება

გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
მესტვირიშვილი: საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზით ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება

„რომ შევხედოთ კურსის განმსაზღვრელ ფაქტორებს, ყველაფერი პოზიტიურადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად პერსპექტივაში კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება", – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 1 ნოემბრისთვის 2,6112 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 0,0239 ლარით დაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0