ვაჭრობა და უსაფრთხოება: რა განიხილეს საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა

© Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერსტი კალიულაიდი ირწმუნება, რომ ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს მხარდაჭერა წარმოადგენს

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილეს დაემთხვა —  კერსტი კალიულაიდი თბილისში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს.

ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურებმა ორმხრივი ფორმატის შეხვედრა გამართეს, მას შემდეგ კი, დელეგაციების თანდასწრებით, ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა. 

© Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა
Президенты Грузии и Эстонии Георгий Маргвелашвили и Керсти Кальюлайд подписали совместную декларацию, посвященную 25-летию установления дипотношений - Sputnik საქართველო
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დამყარდა. ესტონეთი და საქართველო თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა და სხვა. 2017 წლის პირევლი სამი კვარტლის პერიოდში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 7,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველომ ბევრი რამ ისწავლა ესტონეთისგან, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. საუბარია ელექტრონულ მმართველობაზე და უახლეს ტექნოლოგიებზე. მისი თქმით, დღეს ესტონეთი საქართველოსთვის მაგალითს წარმოადგენს, რადგან მრავალ სფეროში ტრანსფორმაციის გზაზე დგას. 

© Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
Пресс-конференция президентов Грузии и Эстонии Георгия Маргвелашвили и Керсти Кальюлайд  - Sputnik საქართველო
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენ მხარდაჭერას თქვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ ეს ფანჯარა გაიღოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ ამისათვის მზად იყოთ. მოსამზადებელი პერიოდი სახელმწიფოსა და საზოგადოებას განვითარებაში ეხმარება“, — განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრეზიდენტმა.

„დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენი ორმხირივი თანამშრომლობის ფორმატებიც და ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და ნატო-ს სამიტებთან დაკავშირებით. მადლობელი და მოხარული ვარ, რომ ესტონეთი, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკითხებს“, — განაცხადა თავის მხრივ გიორგი მარგველაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ესტონეთი დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა და კალიულაიდის მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებს აყენებს. 

პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ნატოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორუმების წინ კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ და გამოხატეს რწმენა იმისა, რომ 2018 წლის ნატოს სამიტი საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პოლიტიკური პროგრესი აჩვენოს.

როგორც კალიულაიდიმ აღნიშნა, ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს მხარდაჭერა წარმოადგენს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნეს-კლიმატი, პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი — ამ მიმართულებით დისკუსიები გაგრძელდება ოთხშაბათს, ქართულ-ესტონურ ბიზნეს-ფორუმზე.


ყველა ახალი ამბავი
0