ქართული საპროდიუსერო კომპანიები ლოკაციების ამერიკულ გამოფენაზე წარდგებიან

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიფილმის გადაღებისას
ფილმის გადაღებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული საპროდიუსერო კომპანიები დაინტერესებულ პირებს საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს გააცნობენ.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ქართული საპროდიუსერო კომპანიები ნოემბერში ლოს-ანჯელესში მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების American Film Market-ის ლოკაციების გამოფენაზე წარდგებიან, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ვებ-გვერდი.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე თავს იყრის 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი. პროგრამის "გადაიღე საქართველოში" სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს", — აღნიშნულია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფილმ „მამიკოს გოგოს“ გადაღება - Sputnik საქართველო
ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი საქართველოში ფილმს გადაიღებს

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ასევე ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან. ქართულ მხარეს საშუალება ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიას, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და „გადაიღე საქართველოში" პროგრამის მექანიზმი.

ქართული საპროდიუსერო კომპანიები მსოფლიო კინოინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე პროგრამის „გადაიღე საქართველოში" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით 2017 წლის 1-8 ნოემბერს წარდგებიან.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ითვალისწინებს ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს, რაც ნიშნავს, რომ კინომწარმოებელი საქართველოში ფილმის გადაღებაზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 25%-ს უკან მიიღებს.

პროექტის ამოქმედებიდან საქართველოში უკვე 6 ფილმია გადაღებული, მალე კიდევ 3 ფილმის გადაღება იგეგმება, იუწყებიან ეკონომიკის სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0