პრესკონფერენცია ეძღვნება საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვის“ შესახებ ინფორმაციის პრეზენტაციას, „კინოოსტროვის“ შარშანდელი ვიზიტის შედეგებს, ახალ იდეებსა და ინიციატივებს. პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ საბავშვო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის პროექტზე „საბავშვო დიპლომატია — ისტორია, აწმყო და მომავალი“.
პრესკონფერენციის მონაწილეები:
— ბავშვები — საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვის“ მონაწილეები;
— რუსული საბავშვო კინოაკადემიის „კინოოსტროვის“ გენერალური დირექტორი, EuropeanChildren'sFilmAssociation-ის მმართველობის წევრი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი ანა სავჩუკი;
— კინოსტუდია „ლენფილმის“ უმაღლესი სარეჟისორო კურსდამთავრებული, სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი, საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვის“ კინოპედაგოგი ნიკოლაი რიადოვი;
— თეატრისა და კინოს მსახიობი, თეატრლური ხელოვნების სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი თეონა მაჭავარიანი;
— საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვის“ კინოპედაგოგები, კინოსა და ტელევიზიის პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები სემიონ ბუხტოიაროვი და პოლინა სვეჟენცევა;
— რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ რუსეცკი.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.