Tbilisi Fashion Week-ის მე-16 სეზონი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი შოუთი დასრულდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა პერფორმანსი.
წარმოდგენის ავტორები და რეჟისორები არიან ბასა და თამრიკო ფოჩხიშვილი.
პერფორმანსის იდეა იყო ელენე ახვლედიანის შემოქმედების ქარიზმის, სტილის, ენერგეტიკისა და ფერთა გამის გადმოცემა.
შოუს დროს მოდელებს ეცვათ ელენე ახვლედიანის ეპოქის სამოსი, ასევე ასახავდნენ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მონაკვეთებს — საფრანგეთსა და იტალიაში სწავლის წლებს, ასევე სამშობლოში დაბრუნებას და ნაყოფიერი შრომის ეტაპს. წარმოდგენა ლეღვთახევში გაიმართა.