თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა, ასეთია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველოს" ვებ–გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე „კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევნების შედეგებით?" 75%–მა უპასუხა, რომ კმაყოფილია. შედეგებით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 20,8%, ხოლო სულერთია – 4,2%–ისთვის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ აირჩია ქალაქებისა და რაიონების 64 მერი და 64 საკრებულოს დეპუტატები. ცესკოს წინასწარი შედეგებით თითქმის ყველა უბანზე მმართველი პარტია "ქართული ოცნება" და მისი წარმომადგენლები ლიდერობენ.