ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ წარმოადგინა ახალი კოლექცია "გაზაფხული-ზაფხული 2018". იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო ჩვენებიდან.
როგორც ლაშა ჯოხაძემ ინტერვიუში განაცხადა, მისი ახალი კოლექცია ქალის ელეგანტურობასა და დახვეწილობას ეძღვნება. კოლექციის ავტორმა აღნიშნა, რომ ის ქმნის ქალის სამოოს, რათა ქალმა მასში თავი იგრძნოს სრულყოფილად და თავდაჯერებულად.