„თუ შენ ჩემი ადგილი დაიკავე მაშინ ჩემი...“ - წარწერა შშმ პირების ავტოსადგომზე

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliქალაქი ფუჟერი, საფრანგეთი
ქალაქი ფუჟერი, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი მკითხველს საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონში მოგზაურობის საინტერესო და უცნაურ ამბებს მოუთხრობს. ეს ამ ციკლის მესამე მასალაა.

ფრანგები რომ გურმანები არიან ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იქ სტუმრობის დროს. ისინი დიდი მონდომებით არჩევენ ყოველდღიურ მენიუსა და ოჯახურ კერძებს, ამ უკანასკნელში ზღვის პროდუქტებისა და ტკბილ-ფუნთუშეულის სიჭარბე შეინიშნება. უყვართ იტალიური სამზარეულოც — განსაკუთრებით პიცები და კერძი სახელად „ბოლონია“. ტრადიციულ საუზმეს საფრანგეთში petit déjeuner —ს ეძახიან და მასში ძირითადად ტკბილი პროდუქტი: ფუნთუშები, წვენები, ფრანგული კრუასანები და ყავა შედის. ამგვარ მენიუს ფრანგები იმით ხსნიან, რომ ტვინს დილიდანვე ტკბილი საკვები უნდა მიაწოდო, რომ მთელი დღის მანძილზე კარგად იმუშაოს…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliფრანგული petit déjeuner - დილის საუზმე, რომელშიც ძირითადად ტკბილი პროდუქტი შედის
ფრანგული petit déjeuner - დილის საუზმე, რომელშიც ძირითადად ტკბილი პროდუქტი შედის - Sputnik საქართველო
ფრანგული petit déjeuner - დილის საუზმე, რომელშიც ძირითადად ტკბილი პროდუქტი შედის

ფრანგები მეზობლებთან არც ისე ხშირად ურთიერთობენ, თუმცა შეხვედრისას ერთმანეთს კეთილ სალამს და მოკითხვას არ აყვედრიან. გამონაკლისს არც ბრეტანელები წარმოადგენენ. იქ ყოფნის დროს სტუმრის ამპლუაში ადგილობრივი ქალბატონის, როზმარი რიშარის ოჯახში აღმოვჩნდი. იგი პროფესიით მათემატიკოსი და ბიოლოგია, მისი მეუღლე ქალაქ ფუჟერის კლინიკის მთავარი ექიმ-გინეკოლოგი გახლავთ. მათთან საუბრის დროს პირველ რიგში გავარკვიე, რომ მათთვის თემა „ქალი ქუხნაში ვიცი“- სრულიად უცხო და მიუღებელია. იქ სამზარეულოშიც და სუფრასთანაც ორივე სქესის წარმომადგენელი ერთნაირად ტრიალებს. ერთი კერძის ათვისებისთვის თითქმის რეგლამენტირებული დროის მერე სასწრაფოდ შემოქვთ მეორე და მესამე და ბოლოს დესერტი. მაგიდაზე საპატიო ადგილი უკავია ცხვრისა და ძროხის ყველის ფრანგულ ნაირსახეობას, რომელსაც ლამის აფთიაქის სასწორზე აწონილს გასინჯებენ. ბოლოს კი ლამაზად გაფორმებული შეუდარებელი ფრანგული დესერტი გამოაქვთ.

მადამ როზმარისთან საუბარი მასთან სტუმრობის დროს მოვახერხეთ. 

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliროზმარი რიშარი - ფრანგი დიასახლისი, პროფესიით მათემატიკოსი და ბიოლოგი
როზმარი რიშარი - ფრანგი  დიასახლისი, პროფესიით მათემატიკოსი და ბიოლოგი - Sputnik საქართველო
როზმარი რიშარი - ფრანგი დიასახლისი, პროფესიით მათემატიკოსი და ბიოლოგი

- მადამ როზმარი, ამჟამად არსად მუშაობთ, როგორია ფრანგი დიასახლისის ცხოვრება?

— ძალიან საინტერესოა. ჩემს შესახებ მინდა მოგიყვეთ: რამდენიმე ხნის წინ ავად გავხდი და ამის გამო დეპრესიაში ჩავვარდი. მისგან თავდასაღწევად სამკაულების დამზადება დავიწყე. ამან გარკვეულად მიშველა კიდეც. სხვადასხვა მასალისგან ყელსაბამები დავამზადე. გამოჯანმრთელებაში ოჯახის წევრების თანადგომამაც მიშველა. ოთხი ვაჟი მყავს და ორი შვილიშვილი. ერთ-ერთი ვაჟი მუსიკოსია. ოთხივე შვილი დამოუკიდებლად ცხოვრობს, სახლში ორი კატა და ერთი ძაღლი მყავს, ისინი ერთმანეთში არ ჩხუბობენ, ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ და მათზე ზრუნვა ძალიან მსიამოვნებს.

- ამ ზაფხულს თქვენ საქართველოში იყავით და ქართულ ოჯახში იცხოვრეთ, როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება ქართველი დიასახლისი ფრანგისგან?

— პირველ რიგში იმით, რომ ფრანგი ქალი უფრო თავისუფლებისმოყვარეა და სქესთა თანასწორობა ოჯახშიც იგრძნობა. თქვენთან საოჯახო საქმეები ძირითადად ქალის ვალდებულებაში შედის და ამან გამაკვირვა. ამჟამად როგორც გითხარით, არსად ვმუშაობ, სახლში ვზივარ, მაგრამ შეზღუდული არაფერში ვარ. ცხოვრება მშვენიერია და ვცდილობ ეს აზრი ყოველ წუთს გავითავისო.

აქ მადამ როზმარის დავემშვიდობეთ და მოგზაურობა გავნაგრძეთ.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliდინარდი, საფრანგეთი
დინარდი, საფრანგეთი  - Sputnik საქართველო
დინარდი, საფრანგეთი

უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს არა მარტო უცხო ტრადიციებს ეზიარები, პატარ-პატარა აღმოჩენებს საკუთარ თავშიც აკეთებ. ბრეტანის ქალაქ რენეში ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათგან მხოლოდ მცირეს აქვს საფრანგეთში ოფიციალური ცხოვრების უფლება. ზოგი მათგანი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღოს, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინოდ იქცევა, მაგრამ ეს უკვე სხვა მასალის თემაა და მათზე საუბრით ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ.

მოგზაურობა ბრეტანის სხვა ქალაქში ფრანგები ტურისტებისთვის ყველგან აფიქსირებენ იმ ადგილებს, სადაც რომელიმე ცნობილი ფილმია გადაღებული ან სადაც რომელიმე პოპულარულ ადამიანს უყვარდა ყოფნა. ამის დასტურად გამოდგება ალფრედ ჰიჩკოკის ძეგლი ქალაქ დინარდში, სადაც თურმე დასვენება უყვარდა. ამ უჩვეულო ძეგლთან, რომელიც რეჟისორის ხასიათს კარგად გადმოსცემს, ტურისტები სიამოვნებით პოზირებენ.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliალფრედ ჰიჩკოკის ძეგლი დინარდში
ალფრედ ჰიჩკოკის ძეგლი დინარდში - Sputnik საქართველო
ალფრედ ჰიჩკოკის ძეგლი დინარდში

საფრანგეთის ამ მხარეს ცხოველები ოჯახის წევრებად მიაჩნიათ. შეიძლება ითქვას, რომ აქ კატებს და ქალებს ერთნაირად ანებივრებენ, ამიტომ აქ მრავლადაა ლამაზად გაფორმებული ძაღლების სალონები და კატების რესტორნები. ამ უკანასკნელში განსაკუთრებულად შედგენილი მენიუა, რომელსაც ოთხფეხა მეგობრებისთვის რასაკვირველია, თავად მისი პატრონები არჩევენ…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliძაღლების სალონი ნანტში
ძაღლების სალონი ნანტში - Sputnik საქართველო
ძაღლების სალონი ნანტში

ფრანგებს კითხვა ძალიან უყვართ და წიგნების მიმართ სათუთი დამოკიდებულება აქვთ. ქალაქ ფუჟერში ყოფნის დროს ქუჩებში ცელოფნის პარკებში ლამაზად ჩაწყობილი წიგნები ვნახეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეგიძლიათ შინ წაიღოთ, წაიკითხოთ და მერე ცელოფანში ლამაზად ჩაწყობილი საკუთარი სახლის წინ დადოთ, რათა ამ სიკეთით სხვამაც ისარგებლოს. ასევე არის გარეთ გამოტანილი ლამაზად გაფორმებული ყუთები, ქუჩის ასე ვთქვათ ბიბლიოთეკები, რომლითაც ყველას შეუძლია სარგებლობა.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliწიგნების შესანახი სპეციალური კარადა
წიგნების შესანახი სპეციალური კარადა - Sputnik საქართველო
წიგნების შესანახი სპეციალური კარადა

ვერ გეტყვით, რომ საფრანგეთში შშმ პირებისთვის ყველგან პანდუსებია, მაგრამ ინვალიდების მანქანების დასაყენებელ ადგილას აკრძალვის ნიშანზე წარწერამ ცოტა არ იყოს, გამაოგნა: “თუ შენ ჩემი ადგილი დაიკავე — მაშინ ჩემი ავადმყოფობაც გაიზიარე!“ სამართლიანია, თუმცა დამეთანხმებით, მაინცდამაინც სასიამოვნო აღსაქმელი არ არის…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliშშმ პირების სადგომი ბრეტანში, საფრანგეთი
შშმ პირების სადგომი ბრეტანში, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
შშმ პირების სადგომი ბრეტანში, საფრანგეთი

თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აქ სასიამოვნო უფრო მეტია, ამიტომ უსიამოვნო ფაქტებზე აღარ შევჩერდები. ერთ კაფეს იქ სახელად აქვს „ხელოვნება და კარგად ცხოვრება“, რომელიც ალბათ უმრავლესობის ცხოვრების დევიზადაც გამოდგება…

ფრანგული არქიტექტურა ყველასგან გამორჩეული და დახვეწილი, მაგრამ ახლა მათგან ყველაზე განსხვავებულ ქმნილებაზე მინდა მოგითხროთ, რომელსაც ფრანგული არქიტექტურის სასწაულად მიიჩნევენ.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliკუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული და 1979 წლიდან იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევა
კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული და 1979 წლიდან იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევა - Sputnik საქართველო
კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული და 1979 წლიდან იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად მიიჩნევა

ცნობილია, რომ ოკეანისპირა ქალაქები განსაკუთრებული სისუფთავით და პეწით გამოირჩევა. თუკი საკურორტო სეზონზე ზღვის მიქცევის დროს რომელიმე მათგანში მოხვდით, წინასწარ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, წყლისგან დაცლილ სანაპიროზე ოკეანის ლოდინი მოგიწიოთ… თუკი მსგავსი რამ გაინტერესებთ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ადგილს, რომელიც მარტო ამ ფაქტის გამო კი არა, თავისი ისტორიითაც იპყრობს მსოფლიო ტურისტული სამყაროს ყურადღებას. მხედველობაში მაქვს ფრანგული არქიტექტურის სასწაული-მონ სენ მიშელის ციხესიმაგრე, რომელიც განსაკუთრებულ სანახაობას წარმოადგენს.

მონ-სენ-მიშელი- ფრანგულად Mont Saint-Michel- წმინდა მიქაელის მთა. ეს არის საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა მიქაელის მთა, ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძული. კუნძული თანამედროვე სახელს მთავარანგელოზ მიქაელს უნდა უმადლოდეს. ლეგენდის თანახმად მთავარანგელოზმა 708 წელს ახლომდებარე ქალაქის აბატს კუნძულზე ეკლესიის მშენებლობა დაავალა. ეს ადგილი ოკეანის დონის, ატმოსფერული წნევის, დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდული რხევების გამო, რაც ოკეანის მიქცევასა და მოქცევას იწვევს, გარკვეული დროით წყლით იფარება და ოკეანისგან გარშემორტყმული აღმოჩნდება.. წყალი მიქცევისას კუნძულს 18 კილომეტრით შორდება, ხოლო მოქცევისას 20 კილომეტრით იჭრება მის სანაპიროებში. მონ სენ მიშელი- ქალაქი-სახელმწიფოა, მას აქვს თავისი მერია, პოლიცია, სასტუმროები… 1874 წელს კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული, 1979 წლიდან იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება. ყოველწლიურად ტურისტების ოდენობა კუნძულზე 2-3 მილიონ ადამიანს აღწევს. მონ-სენ —მიშელი ქვეყნის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

(გაგრძელება იქნება)

 

ყველა ახალი ამბავი
0