თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო პირველი ადგილის მფლობელი გახდა ფინანსური ჟურნალისტიკის რეგიონული კონკურსის Рублевая зона-ს ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური მედია, რომელიც ეკონომიკურ, ბიზნეს და ფინანსურ საკითხებს აშუქებს“. პრემია ამ ნომინაციაში პირველად გაიცა. მის მოსაპოვებლად ჩეხი, ბულგარელი, ყაზახი, უკრაინელი, ბელარუსი. ქართველი და სომეხი ჟურნალისტები იბრძოდნენ.
კონკურსში მონაწილეობისთვის Sputnik-მა წარმოადგინა მასალების სერია ციკლიდან „პოპულარული ეკონომიკა“, რომელშიც შევიდა შემდეგი პუბლიკაციები: „როგორ დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში: თვალსაჩინო ინსტრუქცია“, „დოლარი თუ ლარი: რა ვალუტაში ს ჯობს ბინის ყიდვა““, „როგორ ვიყიდოთ საცხოვრებელი საქართველოში: ლაიფჰაკები და წყალქვეშა ქვები“, „როგორ ვიყიდოთ მიწა და ავაშენოთ სახლი საქართველოში“. პროექტის ავტორი გახლდათ Sputnik-საქართველოს ჟურნალისტი, ეკონომიკური მიმომხილველი ულიანა ვლასენკო.
„თანამედროვე საქართველო საკუთარ მოსახლეობასა და სტუმრებს შესანიშნავ შესაძლებლობებს აძლევს ბიზნესისა და ცხოვრებისთვის. ამიტომ ახალი რუბრიკა დავაარსეთ და დავიწყეთ წერა ეკონომიკისა და პირადი ფინანსების თემაზე, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, გაერკვნენ ყველაფერში. ჩვენ მცირე ბიზნესითა და პირადი უძრავი ქონებით დავიწყეთ, მაგრამ გეგმაში გვაქვს გიამბოთ ინვესტიციებზე, ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ბიზმესის წარმოებაზე, გადასახადებზე, დაგროვებულ თანხებზე და ასევე ვუპასუხოთ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მკითხველებს აღელვებთ“, — განაცხადა ულიანა ვლასენკომ.
„პროექტი „პოპულარული ეკონომიკა“ მოწოდებულია, უბრალო და ყველასათვის გასაგებ ენაზე გიამბოთ რთულ და მნიშვნელოვან თემებზე. მკითხველის ინტერესი ამ თემისადმი და ჩვენი მასალებისადმი ძალიან მაღალია, ამიტომ განვაგრძობთ რუბრიკის სასარგებლო სტატიებით შევსებას ბიზნესზე, უძრავ ქონებასა და პირად ფინანსებზე საქართველოში. განსაკუთრებით შთაგვაგონებს ის, რომ ჩვენი გამოცდილება აღიარეს ჩვენმა კოლეგებმა და კონკურსმა Рублевая зона-მ“, — აღნიშნა პროექტ Sputnik-საქართველოს ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.
ფინანსური ჟურნალისტიკის რეგიონული კონკურსი Рублевая зона 2014 წლიდან ტარდება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში წელიწადში ორჯერ და კონკურსის მხარდამჭერები არიან მიმღები რეგიონის სახელისუფლებო ორგანოები. 2017 წელს პრემიის გადაცემის ცერემონია 27 ოქტომბერს გაიმართა ეკატერინბურგში. კონკურსი ერთ-ერთია სახელმწიფო დღესასწაულის, „ფინანსისტის დღის“ პროგრამაში შემავალ ღონისძიებათაგან.
კონკურსის გენერალური პარტნიორია რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი. კონკურსის მხარდამჭერები ასევე არიან: მეანაბრეთა და აქციონერთა უფლებების დამცველი ფედერალური ფონდი, რუსეთის რეგიონული ბანკების ასოციაცია, რუსეთის ბანკების ასოციაცია და სხვა ფინანსური ორგანიზაციები. 2017 წლის კონკურსის საშემოდგომო სესიაზე საორგანიზაციო კომიტეტმა ახალი ნომინაცია დააწაესა: „საუკეთესო უცხოური მედია, რომელიც ეკონომიკურ, ბიზნეს და ფინანსურ საკითხებს აშუქებს“. ამ ნომინაციის ფარგლებში საორგანიზაციო კომიტეტი 8 ქვეყნიდან წარდგენილ 21 განაცხადს განიხილავდა.
Sputnik-საქართველომ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყოს და დღეისათვის ლიდერია საქართველოს ინტერნეტ-მედიასაშუალებებს შორის*. სააგენტოს შემადგენლობაშო შედის იგივე სახელწოდების პორტალი ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტრადიო. Sputnik-საქართველო არის ნაწილი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსი და რადიოსი მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. ხელმომწერებისთვის Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები 24 საათიან რეჟიმშო გამოდის ინგლისურ, არა ბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.
*Liveinternet-ის 2017 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით.