Sputnik-საქართველოს ფლორისტი ქეთი ჯანხოთელი გასწავლით როგორ დაამზადოთ ზღვის „საჩუქრებით" შემკული სასიამოვნო სამშვენისი.
ზაფხული უკან დარჩა და მოლივლივე ზღვის ტალღებზე გატარებული დღეებიც სასიამოვნო მოგონებად იქცა. რა თქმა უნდა, ბევრს ჩამოყვა ზღვის ნაპირას შეგროვებული ლამაზი კენჭები და ნიჟარები, ჩვენ კი მათი გამოყენებით ზღვის ბრიზის მოტანილი სურნელის გაცოცხლებაში დაგეხმარებით.