პეკინის ქუჩაზე გოგონას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი გოგონას შეეჯახა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

თვითმხილველთა განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქე გზაზე გადადიოდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ყველა ახალი ამბავი
0