„ლექსის დრო" - ნინო ჭიქაშუა
„ჩემო ქვეყანავ, იწვის დრო და მეწვის სინდისი,
თვალები, თმები, დახაზული ხელისგულები,
ახლა წარსულზე დანანებით ჰყვება ივლისი,
დამშრალ წყაროსთან ჩამუხლული, ნაერთგულები“…
ნინო ჭიქაშუა — განათლებით ექიმი, ხარისხით გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრი, ამჟამად საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. უკრავს ფორტეპიანოზე და წლების განმავლობაში სხვადასხვა ტაძარში გუნდის რეგენტი იყო.