ნეპალში ავტობუსი მდინარეში გადავარდა: დაღუპულია 31 ადამიანი

© 100dorogნეპალის დედაქალაქი კატმანდუ
ნეპალის დედაქალაქი კატმანდუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიღებული დაზიანებების მიუხედავად, 15-მა მგზავრმა მდინარიდან ნაპირზე ამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости

ინციდენტი კატმანდუს გზაზე შაბათ გამთენიისას მოხდა. ავტობუსი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რაჯბირაჯიდან დედაქალაქში მიემგზავრებოდა. 

მიღებული დაზიანებების მიუხედავად, 15-მა მგზავრმა მდინარიდან ნაპირზე ამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა. 

ავტობუსის მგზავრთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა გადარჩენილი მგზავრების განცხადებით, ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა, რამდენიმე ადამიანი კი სახურავზე იჯდა. 

ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი სახიფათო მოსახვევში მძღოლის მიერ მართვის კონტროლის დაკარგვა გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0