მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების ჩამონათვალში არცერთი ტელერადიო ანძა არ შესულა, გარდა ვარშავის ანძისა. ეს უმაღლესი ნაგებობა იყო მსოფლიოს ისტორიაში 1991 წლამდეც, როდესაც ის ჩამოიშალა, და მას შემდეგაც ასეთად მიიჩნეოდა 2008 წლამდე. შემდეგ კი მას სიმაღლეში ბურჯ-ხალიფის ცათამბჯენმა, KVLY-ს ტელეანძამ და ბოგადინსკის რადიოანძამ გაუსწრო.
1998 წლამდე მაღლივი შენობების რანჟირება მის კონსტრუქციულ სიმაღლეს ეფუძნებოდა, ანუ სიმაღლეს ტროტუარიდან ვიდრე ნაგებობის კონსტრუქციული ელემენტების ზედა წერტილამდე.
1998 წელს კი კლასიფიცირების სისტემა გადაიხედა და ყველაზე მაღალი შენობის გამოსავლენად დამატებითი სამი კატეგორია განისაზღვრა, ანუ შენობის კონსტრუქციულ სიმაღლეს კიდევ სამი კატეგორია დაემატა:
• ბოლო ათვისებული სართულის სიმაღლე — ანუ შენობის სიმაღლე იმ ბოლო სართულის იატაკამდე, რომელზეც გამუდმებით და უსაფრთხოდ იმყოფებიან ადამიანები. ლიფტების სამანქანე განყოფილებები და სხვა ტექბიკური სათავსოები არ ითვლებ);
• სიმაღლე სახურავამდე — თუმცა ეს კატეგორია 2009 წელს გაუქმდა, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენებში იშვითად გვხვდება ბრტყელი გადახურვა;
• სიმაღლე კოშკის (ანტენის) წვერამდე — ანუ შენობის თავზე დამონტაჟებული ნებისმიერი საგნის (კოშკი, ანტენა, ფლაგშტოკი…) წვერამდე, მიუხედავად იმისა, თუ რა მასალისგან იქნება ის დამზადებული.

2001 წლის 11 სექტემბერს ალ-კაიდას მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად ორივე შენობა მთლიანად ჩამოინგრა, კომპლექსის კიდევ ერთი შენობა (სასტუმრო მარიოტი) მათ ნანგრევებში მოჰყვა. დანარჩენი ოთხი შენობის კარკასი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით ისინი ექსპლოატაციისთვის გამოუსადეგად სცნეს და დაანგრიეს. ტერორისტული შეტევის შედეგად დაიღუპა 2,753 ადამიანი.[1]
ამ ადგილას აშენდა 6 ახალი ცათამბჯენი, რომელთა შორისაა ამერიკის ყველაზე მაღალი შენობა ფრიდომ ტაუერი. ასევე მემორიალი და სატრანსპორტო კვანძი