ამინდის პროგნოზი საქართველოში: უქმეებზე ძირითადად მზიანი ამინდი იქნება

© photo: Sputnikთბილისის ისტორიული ნაწილი: აბანოთუბანი
თბილისის ისტორიული ნაწილი: აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზებით, უქმეებზე, 28-29 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიაზე თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.

შაბათი, 28 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიღრუბლება, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი, მაღალ მთაში თოვლი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით იქნება — მინუს 2 — პლუს3, ხოლო დღისით — 11-16 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, დღისით —15-20. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით და დილით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება +7 გრადუსი, ხოლო დღისით — 18 გრადუსი სითბო.

კვირა, 29 ოქტომბერი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს, აღმოსავლეთში კი წამში 10-15 მეტრს შეადგენს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით — პლუს 1-6, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, დღისით —18-23. მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 1-6, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით მოსალოდნელია მცირე წვიმა, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერვს. ღამით იქნება +11 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 21.

 

ყველა ახალი ამბავი
0