ჩიკაგოს ზოოპარკს პატარა ვომბატი შეემატა. ახლად დაბადებული ის ფუტკარზე ოდნავ მოზრდილი ზომის იყო და ნახევარი წლის განმავლობაში დედის ჩანთაში ცხოვრობდა, თუმცა ახლა უკვე ოთხ კილოგრამზე მეტს იწონის და ჩანთაშიც ვეღარ ეტევა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ჩიკაგოს ზოოპარკის პატარა ბინადარი.
ვომბატისებრნი — ჩანთოსნების რიგის ძუძუმწოვართა ოჯახი. ისინი სოროს მთხრელი ბალახისმჭამელი ცხოველები არიან, გარეგნულად დათვებს ჰგვანან. ვომბატები სიგრძით 70-130 სმ-მდე იზრდებიან და 25-45 კილოგრამამდე აღწევენ. ვომბატები გავრცელებული არიან ავსტრალიასა და კუნძულ ტასმანიაზე, ბინადრობენ უმთავრესად ტყეებში, პატარ-პატარა ჯგუფებად. იკვებებიან ბალახით, ზოგჯერ ჭამენ ხის ქერქსა და ფესვებს, სოკოებს. შობენ 2-3 ნაშიერს. ადგილობრივი მოსახლეობა ბეწვის გამო ანადგურებს.