თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსარემონტოს ე.წ. ბოქსს ხანძარი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" (Rustavi 2).
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ორი სატვირთო ავტომობილი, მეხანძრეების ჩარევის შედეგად მესამე ავტომობილი დაწვას გადაურჩა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის შვიდი ბრიგადა, სულ 35 მეხანძრე და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია. დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად დაიწვა დაახლოებით 400 კვ. მ ფართობი.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.