თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში 14 წლის ქართველი მოზარდი იპოვეს

© Sputnik / Denis Aslanovსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე სარფის საბაჟო პუნქტზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის ჩემოდნით მოზარდის საზღვარზე გადმოყვანას ცდილობდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თურქმა მესაზღვრეებმა „სარფის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქის ჩემოდანში 14 წლის ქართველი მოზარდი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi თურქულ მასმედიაზე დაყრდნობით.

მასმედიის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე გააჩერეს და ჩემოდნის გახსნა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ მესაზღვრეებმა ჩხრეკა თავად ჩაატარეს და მოზარდი იპოვეს. საქართველოს ორივე მოქალაქე პოლიციაშია გადაყვანილი.

არასრულწლოვანის განმარტებით, ის თურქეთის ქალაქ ართვინიდან საქართველოში მშობლების მოსანახულებლად მოდიოდა. მასმედიის მტკიცებით, მშობლებმა თურქეთის ტერიტორია დატოვეს, რადგან მათ ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან (FETO) სავარაუდო კავშირში სდებდნენ ბრალს.

ყველა ახალი ამბავი
0