თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროზე დაყრდნობით.
წინასწარი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო. ჯარისკაცი მომხდარის შემდეგ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის" მუხლით, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.