მარგველაშვილი: მოუსავლიანი წელიწადი იყო

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარტოფილის მოსავალს იღებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარტოფილის მოსავალს იღებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის მიწის ნაკვეთზე კარტოფილის გარდა, არაფერი ამოსულა

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და განაცხადა, რომ კარტოფლის გარდა, ვერაფერი მოიყვანა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

„წელს საშინელი წელიწადი მქონდა, კარტოფილის მოსავლის გარდა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალად, ფაქტობრივად, არაფერი მოვიდა. პომიდორს რაღაც ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, ფაქტობრივად კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ჩემი ფინანსური და ოჯახის შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამირღვევია, არც აგროვადები, არც მორწყვა არ დამიკლია, უბრალოდნ არ მოვიდა, მოუსავლიანი წელიწადი იყო", — განაცხადა მარგველაშვილმა.

იკითხეთ ასევე: მარგველაშვილმა კარტოფილის უხვი მოსავალი აიღო >>

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ერთგვარ "ქოლგა" ორგანიზაციას წარმოადგენს და 600-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი ამ ქვესექტორის სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი სუბიექტია. საქართველოს ფერმერთა ასოციაციას სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, რადგან ფერმერებისა და კერძო სექტორის საჭოროებებსა და მოთხოვნებს აქტიურად იცავს.

ყველა ახალი ამბავი
0