თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მალაიზიელი შამანი ლიმ ბა მეტსახელად "შავი ძაღლი" დაოსის ტაძარში მორიგი რიტუალის დროს გარდაიცვალა, იუწყება Mirror-ი.
გამოცემის მონაცემებით, 68 წლის მამაკაცი "სულისა და ხორცის განწმენდის" მიზნით ცეცხლზე შედგმულ ლითონის ქვაბში შეძვრა. ნახევარ საათში ცერემონიის მონაწილეებს შემოესმათ, რომ შამანი კედლებზე აკაკუნებდა და ამოსვლას ცდილობდა.
ტაძრის მსახურებმა მამაკაცი ამოიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა — „შავი ძაღლი“ მედიკოსების მოსვლამდე დამწვრობის გამო და გულის შეტევით გარდაიცვალა.
ლიმ ბა აღნიშნულ რიტუალს 10 წლის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა და ქვაბში 75 წუთს რჩებოდა. ბოლო დროს მას ჰიპერტონია დასჩემდა და ექიმები მოუწოდებდნენ მას შეეწყვიტა საეჭვო პროცედურები.