„Sputnik-საქართველოს“ რეპორტიორი სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალს დაესწრო. „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში იხილეთ ფესტივალის დახურვის შთამბეჭდავი ცერემონია.
„Sputnik-საქართველოს“ რეპორტიორი სოჭიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. "შესანიშნავი იყო! ძალიან მასშტაბური, ბევრი მონაწილე! პროექტის ძალიან ამბიციური რეალიზაცია!" — ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, თუ რას წერდა კორესპონდენტი ფესტივალის შესახებ.
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალში 188 ქვეყნის 25 ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, ასევე ხუთი ათასი მოხალისე. მთელი კვირის განმავლობაში სოჭი მსოფლიოს ინტერნაციონალურ დედაქალაქად იქცა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik დაწვრილებით აშუქებდა ფესტივალის მიმდინარეობას. სააგენტო ღონისძიების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.