"ნაპოვნი ნივთების ხელოვნება": თბილისში ვართანოვის გამოფენა გაიმართება

© Sputnik / Denis Aslanovთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიგენ ვართანოვს, რომელიც სააკუთარ არტ-ობიექტებს მის გარშემო არსებული ნივთებისგან ქმნიდა, სიცოცხლეში არცერთი გამოფენა არ მოუწყვია

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისელი მხატვრის, ვიგენ ვართანოვის ნამუშევრების გამოფენა „ნაპოვნი ნივთების ხელოვნება" (The Art of Found Objects) 29 ოქტომბერს iArt Gallery-ში გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

თბილისის ექსპოზიციაზე გამოიფინება დაახლოებით 60 კოლაჟი და ასამბლაჟი, რომელიც შესრულებულია ავტორის 50 წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში (1965-2015). ექსპონატები გამოფენისათვის მხატვრის ოჯახის წევრებმა შეარჩიეს. 

„ვიგენ ვართანოვს არასოდეს არ გამოუქვეყნებია და არ გამოუფენია თავისი ნამუშევრები, იმეორებდა მხოლოდ ერთს: „მერე…". ახლა, როცა ის აღარ არის, მხატვრის ოჯახი ფართო საზოგადოებას წარუდგენს მის შემოქმედებას", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის 6 ნოემბრამდე.

ვიგენ ვართანოვი დაიბადა თბილისში 1941 წელს. 25 წლის ასაკში დაიწყო საოცარი არტ-ობიექტების შექმნა მის გარშემო არსებული ნივთებისგან.

ვართანოვი გარდაიცვალა 2016 წლის 19 ოქტომბერს, 75 წლის იუბილემდე 10 დღით ადრე.

ყველა ახალი ამბავი
0