26 ოქტომბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„ხერხი 8" (Jigsaw) — ამერიკული საშინელებათა ფილმი სერიიდან "ხერხი", რეჟისორები — მაიკლ და პიტერ სპირიგი, სცენარი: პირ გოლდფინგერი, ჯოშ სტოლბერგი. ათი წელი გავიდა, რაც მოკვდა ჯონ კრამერი, სისხლიანი მკვლელი მეტსახელად "ხერხი". ქალაქში მოულოდნელად ჩნდება ადამიანების გვამები, რომლებიც საშინელი ხერხით მოკლეს. იწყება გამოძიება, და ყველა მოპოვებული სამხილი მხოლოდ ერთ რამეს მოწმობს — ამის უკან დგას ხერხი.
როლებში: ლორა ვანდერბურტი, ტობინ ბელი, კალუმ კიტ რენი, ბრიტანი ალენი.
„სკაილაინი 2" (Beyond Skyline) — რეჟისორ ლაიამ ოდონელის ფანტასტიკური ფილმი. დედამიწას უცხოპლანეტელებმა შემოუტიეს. ყველგან ქაოსია. მათი ჰომალდები ქალაქების თავზე ჩერდება და საგანგებო სხივის დახმარებით ადამიანებს შიგნით ითრევს. უცხოპლანეტელების ერთ-ერთი მსხვერპლი ტრენტია, დეტექტივ მარკის შვილი. მაგრამ შეუპოვარი დეტექტივი ამასთან შეეგუებას არ აპირებს. ის ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ უცხოპლანეტელების ჰომალდზე შეღწევა და შვილის გადარჩენა შეძლოს.
„მონსტრების ოჯახი" (Happy Family) — რეჟისორ ჰოლგერ ტაპეს კომედიური მულტფილმი. ჰელოუინის წინ უიშბოუნების ჩვეულებრივ ოჯახს დღესასწაულისთვის მზადება ჩაეშალათ. ამის გამო ოჯახის წევრები ერთმანეთთან გამუდმებით ჩხუბობენ. უცებ მათთან ბებერი ჯადოქარი გაჩნდება და ყველაფერს მისი მარტივი შელოცვა შეცვლის. ამიერიდან დედა — ვამპირია, მამა- ფრანკენშტეინი, ქალიშვილი — მუმია, ბიჭი კი მაქციაა. ოჯახი ჯადოქრის მოძებნას აპირებს, რათა შელოცვის მოხსნა აიძულონ, მაგრამ ეს არც ისე იოლია. ახლა მათ ნამდვილი მონსტრული პრობლემები ელოდება.
მულტფილმს ახმოვანებენ: ემილი უოტსონი, ჯეისონ აიზექსი, ნიკ ფროსტი, ჯესიკა ბრაუნ-ფინდლი. ჯეისონ აიზექსი და ნიკ ფროსტი მამანდე კვენტინ ტარანტინოსთან „გრაინდჰაუსში" მონაწილეობდნენ.
„აღსარება" – „ოსკარის" ნომინანტის, ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის დრამა. დრამა "აღსარება" — ეს არის ისტორია ყოფილ კინორეჟისორ, მღვდელმსახურ გიორგის შესახებ. მას მთიან სოფელში პატარა ეკლესიაში მიავლენენ, სადაც მღვდელი კარგა ხანი არ ყოფილა და წირვა არ ჩატარებულა. მაგრამ ერთხელ ის მუსიკის მასწავლებელს ლილის შეხვდება, რომლის სილამაზეს სოფელში აღმერთებენ და მას მერლინ მონროს ადარებენ. ქალი გულწრფელია მღვდელთან და მას თავისი ცხოვრების საიდუმლოებებს გაანდობს, რაც მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს. მამა გიორგის სულიერი და ამქვეყნიური საწყისების ჰარმონია ნგრევას იწყებს — ცდუნება, რომელიც მშვენიერი ქალისგან მოდის, ძალიან ძლიერია.
ზაზა ურუშაძე ფილმის რეჟისორია და სცენარის ავტორიც. ფილმის პროდიუსერია ესტონელი ივო ფელტი, რომელიც ურუშაძის ფილმის, "მანდარინების" პროდიუსერი იყო. ფილმი საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს. ფილმში მთავარი როლები შეასრულეს დიმიტრი ტატიშვილმა, სოფო სებისკვერაძემ, იოსებ ქველიძემ და სხვებმა.
კოსტიუმებზე მუშაობდა ქართველი დიზაინერი სიმონ მაჩაბელი. მუსიკა ესტონელმა კომპოზიტორმა სტენ შერიპოვმა დაწერა.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკური ფილმი-კატასტროფა „გეოშტორმი", ფრანგულ-ნიდერლანდური კომედია „განგსტერდამი" და ფრანგულ-ბელგიური ეროტიკული ტრილერი „ორსახიანი საყვარელი".
ასევე თბილისის კონოთეატრებშია: ამერიკული კრიმინალური კომედიური ტრილერი „ამერიკული კონტრაბანდა" (American Made), კანადელი რეჟისორის დენი ვილნევისა და პროდიუსერ რიდლი სკოტის ფანტასტიკური ფილმი „ბლეიდ რანერი 2049", ფრანგულ-გერმანული ექშნ-ტრილერი „განდგომილთა რაზმი", მისტიური საშინელებათა ტრილერი „ეგზორციზმი" (The Crucifixion) და ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი".
მულტფილმები ბავშვებისთვის: ჯეისინ ტისენის მულტფილმი-ფენტეზი „ჩემი პატარა პონი" (My Little Pony: The Movie), ამერიკულ-დანიური კომპიუტერული მულტფილმი „ლეგო ნინძაგო" და ფრანგული მულტფილმი „ჯუნგლების მცველები".
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!