ევა ბარბაქაძე: თურქეთის კლინიკას, სადაც მე ვმკურნალობდი, სურს, რომ მათი სახე გავხდე

© FB / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე
შორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანის და მოდელის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე საუბრობს, რა შემოთავაზება აქვს თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკიდან, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა.
ბარბაქაძე: თურქეთის კლინიკას, სადაც მე ვმკურნალობდი სურს, რომ მათი სახე გავხდე

„ამ ბოლოს მე უფრო ბევრი საქმე გამომიჩნდა, ვიდრე შორენას. ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს სხვადასხვა ფირმებიდან. სურთ, რომ მათი სახე გავხდე. თურქეთის კლინიკიდანაც, სადაც მე ვმკურნალობდი, მივიღე შემოთავაზება. მთავაზობენ, რომ მათი კლინიკის სახე გავხდე“, — ამბობს ევა ბარბაქაძე.

ევას განცხადებით, ეს მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულო შემოთავაზებაა და სიამოვნებით დათანხმდა.

ევა ბარბაქაძე 2016 წლის 26 მარტს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა როგორც საქართველოში, ისე სტამბულის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. სტამბულის კლინიკაში ევა ბარბაქაძე ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

ყველა ახალი ამბავი
0