ქართველმა მოცეკვავემ რუსულ „ტანცებზე“ ფურორი მოახდინა

© FB / Teona Tsitsakishviliთეონა წიწაკიშვილი
თეონა წიწაკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეონა წიწაკაშვილი შოუ Танцы-ში მიგელის გუნდში მოხვდა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მოცეკვავემ თეონა წიწაკაშვილმა ტელეარხ ТНТ-ზე პოპულარულ რუსულ პროექტ Танцы-ზე ფურორი მოახდინა.

მეოთხე სეზონის კასტინგზე ქართველმა მოცეკვავემ ენერგიული ცეკვა წარადგინა, მან ჟიურის ყველა წევრი მოხიბლა და შოუში მოხვედრა მოახერხა.

შოუს რამდენიმე წევრს თეონას აყვანა საკუთარ გუნდში უნდოდა, მაგრამ ბოლოს თეონა მიგელის გუნდში მოხვდა. 

წელს პროექტ Танцы-ს კასტინგი ჩატარდა უფაში, ვორონეჟში, სამარაში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, კრასნოდარსი, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში.

მონაწილეებს რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოუწევთ. პირველი ეტაპი კასტინგია, რომელზეც ჟიური 24 საუკეთესო მოცეკვავეს აირჩევს. ჟიურის მოწვეული ვარსკვლავები ეხმარებიან. წელს ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ: იუმორისტი სერგეი სვეტლაკოვი, ტელეწამყვანი ოლგა ბუზოვა და ცნობილი ბრიტანელი ქორეოგრაფი ფრანცისკო გომესი.

მეორე ეტაპზე ორი 12-კაციანი გუნდი 10 საკონკურსო კონცერტს ქვეყნის საუკეთესო ქორეოგრაფების ხელმძღვანელობით წარადგენს. ყოველ კვირას მაყურებელი ჟიურისთან ერთად თითოეული გუნდიდან თითო მონაწილეს აირჩევს, რომელიც პროექტს დატოვებს.

ფინალში დიდ გალა-კონცერტზე რუსეთის საუკეთესო მოცეკვავეს აირჩევენ. მას გადაეცემა პრიზი — 3 მილიონი რუბლი. 

თეონა წიწაკიშვილი — პროფესიონალი მოცეკვავეა, ის 25 წლისაა და თბილისში ცხოვრობს. ქართველი მაყურებელი მას იცნობს პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა", რომელზეც გოგონა ფინალში გავიდა და მეოთხე ადგილზე მოხვდა.

თეონას მეუღლე და შვილი ჰყავს, რომლებიც მას ყველანაირად მხარს უჭერენ. წიწაკიშვილს მეამბოხე სტილი აქვს, მოკლე ვარცხნილობა, სიმაღლე — 160 სმ. ის დაკავებულია ცეკვით და მასტერ-კლასებს ატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0