ქართული ღვინო ბრიუსელში MEGAVINO-ზე პირველად წარმოადგინეს

© FB / Wines of Georgiaქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენაზე MEGA VINO 2017
ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენაზე MEGA VINO 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ღვინო პირველად მონაწილეობს ღვინის საერთაშორისო გამოფენაში MEGAVINO 2017, რომელიც 20-23 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში, რომელიც მე-19-ჯერ გაიმართა, მონაწილეობა მიიღო 9 ქართულმა კომპანიამ, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვედრზე გამოქვეყნდა.

© Wines of Georgiaქართული კუთხე საერთაშორისო გამოფენაზე MEGA VINO 2017
Уголок Грузии на международной выставке MEGA VINO 2017 - Sputnik საქართველო
ქართული კუთხე საერთაშორისო გამოფენაზე MEGA VINO 2017

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია პროფესიონალებისთვის და მასზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: "მანავის მწვანე" (კახური ღვინის მარანი), "ხიხვი" (შილდა), "წინანდალი" (მოსმიერი), „ქისი-ხიხვი ქვევრი" და „ქინძმარაული" (შატო ნეკრესი), „რქაწითელი ქვევრი" და „ხიხვი ქვევრი" (ვაზიანი), „საფერავი" (ქიმერიონი) და „ტვიში" და „საფერავი ქვევრი" (წინანდლის ძველი მარანი).

გამოფენა MEGAVINO ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ღონისძიებაა და ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მთავარ მოვლენას წარმოადგენს. 

© Wines of Georgiaსაერთაშორისო გამოფენა MEGA VINO 2017
Международная выставка MEGA VINO 2017 - Sputnik საქართველო
საერთაშორისო გამოფენა MEGA VINO 2017

2017 წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დასახელების ღვინო. გამოფენის ფარგლებში იმართება კონკურსები, სემინარები, კონფერენციები. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია ღვინის აქსესუარები.

MEGAVINO 2017-ის საპატიო სტუმარი იყო ბულგარეთი, იუწყებიან საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

 

ყველა ახალი ამბავი
0