პეტრიაშვილი: უსინათლოების ყველაზე დიდი პრობლემა არის გადაადგილების პრობლემა

© FB / Gio Petriashviliგიორგი პეტრიაშვილი
გიორგი პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი პეტრიაშვილი უსინათლოა. იგი საუბრობს პრობლემებზე, რომლებსაც უსინათლო ადამიანები აწყდებიან საქართველოში
პეტრიაშვილი: უსინათლოების ყველაზე დიდი პრობლემა არის გადაადგილების პრობლემა

„ყველაზე დიდი პრობლემა არის გადაადგილების პრობლემა.  ქალაქი, რომ სპეციალურად იყოს მოწყობილი თავისუფლად შემიძლია მარტო, ხელჯოხით გადაადგილება. მანქანები ძალიან ხშირად ბორდიურებზე აყენია. ერთხელ შემეშალა და შუა ტრასაზე აღმოვჩნდი. ამ დროს კი ძალიან რთულია გზის გაგნება. დიდი პრობლემაა ასევე ახდილი ჭები“, ამბობს პეტრიაშვილი.

გიორგი პეტრიაშვილი 35 წლისაა. მან 24 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. ამის მიუხედავად ხელი არასოდეს ჩაუქნევია, პირიქით ადვილად შეეგუა ყველაფერს და ცხოვრებას სხვა თვალის შეხედა. დღეს გიორგი საქართველოს უსინათლოთა ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთს თამაშობს.  ყავს ლაბრადორის ლეკვი, რომელიც უნდა, რომ სპეციალურად უსინათლოს გამყოლად გაწრთვნას.

 

ყველა ახალი ამბავი
0