თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში თბილი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, ბათუმში ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს უმეტესად მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. მზის ამოსვლა — 07:37 საათზე.
ღამით ჰაერის ტემპერატურა მინიმუმ 16 გრადუს სითბომდე დაიწევს, დღისით 13:00 საათისათვის პლუს 20 გრადუსამდე გათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზის ჩასვლა — 18:16 საათზე.