Sputnik-მა ახალგაზრდულ ფესტივალზე მუშაობა შეაჯამა

© photo: SputnikSputnik-ის სტენდი ახალგაზრდულ ფესტივალზე
Sputnik-ის სტენდი ახალგაზრდულ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდობისა და სტუდენტების XIX მსოფლიო ფესტივალის განმავლობაში Sputnik-ის სტენდზე მოძრავი რადიოსადგური მუშაობდა, რომელსაც საერთაშორისო დონის რამდენიმე ათეული სპიკერი სტუმრობდა.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდობისა და სტუდენტების XIX მსოფლიო ფესტივალზე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა მუშობა დაასრულა, რომელიც სოჭში 14-22 ოქტომბრის პერიოდში გაიმართა.

ღონისძიების განმავლობაში Sputnik-ის სტენდზე მოძრავი რადიოსადგური მუშაობდა, რომელსაც საერთაშორისო დონის რამდენიმე ათეული სპიკერი სტუმრობდა. Sputnik-ის კორესპონდენტები ფესტივალიდან ნონ-სტოპ რეჟიმში აქტუალურ ახალ ამბებს, ფოტორეპორტაჟებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებსა და ინფოგრაფიკას ამზადებდნენ. Sputnik-ის ექსპერტებმა ახალგაზრდა სპეციალისტებს თანამედროვე ჟურნალისტიკის სტანდარტები გააცნეს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სტუდენტებში. ხოლო ცნობილმა მხატვარმა და 1985 წლის ფესტივალის სიმბოლოს ავტორმა მიხაილ ვერემენკომ სააგენტოს სამახსოვრო საჩუქარი უსახსოვრა და მისი პროდუქტიული მუშაობა აღნიშნა.

შემსწავლელი პროგრამის დროს Sputnik-ის თანამშრომლებმა აჩვენეს თუ როგორ იქმნება მულტიმედიური მასალა და ტექსტის რედაქტირების პროცესზე ისაუბრეს. სპეციალურად ამისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი Sputnik New Media, რომელშიც მუშაობა და სიახლეების შეტანა შეეძლოთ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, თუმცა, ფესტივალის მონაწილეების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, საჭირო გახდა მასზე წვდომა ყველასთვის მიეცათ. ზოგიერთ დღეებში იმდენად დიდი იყო ლექციის მოსმენის მსურველთა რაოდენობა, რომ აუდიტორიაში ადგილები საკმარისი არ აღმოჩნდა.

რადიოსადგურ Sputnik-ის სტუმრები იყვნენ დელეგატები ლატვიიდან, ყირგიზეთიდან, საქართველოდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათ შორის იყო ბელარუსის განათლების მინისტრი იგორ კარპენკო, ყირგიზეთის მთავრობასთან არსებული ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს უფროსის მოადგილე მირლან პარხანოვი.

Sputnik-ის კორესპონდენტებს ინტერვიუზე დათანხმდნენ ცნობილი პიროვნებები — WWF-ის გენერალური დირექტორი მარკო ლამბერტინი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანატოლი ვასერმანი, "მსოფლიო ჩემპიონატი — 2018"-ის ელჩი ვიქტორია ლოპირევა, რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, ტელეკომპანია Матч ТВ-ის გენერალური პროდიუსერი თიკა კანდელაკი და სხვები.

© photo: SputnikSputnik-ის სტენდი ახალგაზრდობისა და სტუდენტების XIX მსოფლიო ფესტივალზე
Стенд Sputnik на Всемирном фестивале молодежи и студентов в Сочи - Sputnik საქართველო
Sputnik-ის სტენდი ახალგაზრდობისა და სტუდენტების XIX მსოფლიო ფესტივალზე

ახალგაზრდობისა და სტუდენტების XIX ფესტივალი სოჭში 14-22 ოქტომბერს გაიმართა. მასში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 18-დან 35 წლამდე ასაკის სხვადასხვა სფეროს პროფესიონალმა 20 000-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზებაში ორგანიზატორებს მოხალისეთა კორპუსი დაეხმარა. მსოფლიო მოხალისე გახდა რუსეთიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან 18 წელს ზემოთ ასაკის 5 000 ადამიანი.

„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

* 2017 წლის 1 ოქტომბრის Liveinternet-ის მონაცემებით

ყველა ახალი ამბავი
0