თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილმა მხატვარმა და 1985 წლის ახალგაზრდობისა და სტუდენტების მსოფლიო ფესტივალის სიმბოლოს ავტორმა მიხეილ ვერემენკომ სპეციალურად საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-თვის სამახსოვრო საჩუქარი გააკეთა — სოჭში გამართული ფესტივალის თემატიკაზე სააგენტოს ლოგოტიპის ესკიზი შექმნა. გარდა ამისა, ის სააგენტოს ინტერვიუზე დათანხმდა, რომელშიც ისაუბრა 1985 წლისა და 2017 წლის ფესტივალების სიმბოლოებზე და ასევე საინფორმაციო სააგენტოს ბრენდის დიზაინთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„ძალიან მიხარია, რომ ფესტივალზე ამდენი კეთილი და კარგი ადამიანია, რომლებთან კონტაქტიც მსიამოვნებს. Sputnik-ს შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ, რამდენადაც სწორედ ამაშია ნამდვილი ბედნიერება, სააგენტოში კი ბევრი შემოქმედი ადამიანი მუშაობს. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ", — განაცხადა მიხეილ ვერემენკომ.
ახალგაზრდობისა და სტუდენტების XIX ფესტივალი სოჭში 14-22 ოქტომბერს გაიმართა. მასში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 18-დან 35 წლამდე ასაკის სხვადასხვა სფეროს პროფესიონალმა 20 000-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზებაში ორგანიზატორებს მოხალისეთა კორპუსი დაეხმარა. მსოფლიო მოხალისე გახდა რუსეთიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან 18 წელს ზემოთ ასაკის 5 000 ადამიანი.
„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.
Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.
* 2017 წლის 1 ოქტომბრის Liveinternet-ის მონაცემებით