მდინარე თეძამზე წყალსაცავი აშენდება

გამოწერა
ახალი წყალსაცავიდან სარწყავი წყალი კასპის რაიონის 72 სოფელს მიეწოდება.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თეძამის ხეობაში "საქართველოს მელიორაცია" 2018 წელს ახალი წყალსაცავის მშენებლობას დაიწყებს, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„თეძამის წყალსაცავის პროექტის განხორციელება შიდა ქართლის ფერმერებს სარწყავი წყლის პრობლემას მოუხსნის. პროექტის განხორციელებით მკვეთრად შემცირდება კლიმატით გამოწვეული ნეგატიური მოვლენები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი ფერმერების სამელიორაციო მომსახურება", — განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
ქვემო ქართლში სარწყავი სისტემის რებილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახალი წყალსაცავი 72 სოფელს მოუხსნის სარწყავი წყლის პრობლემას და რეგიონში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

წყალსაცავის პროექტის თანახმად, არ დაიტბორება დასახლებული ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ყველა ახალი ამბავი
0