საქართველოს პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნაში

© FB / MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIAბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებას დაესწრებიან აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქოს ეწვევა, სადაც 30 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

მტავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიწვევით ჩავა. რკინიგზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
მებაჟეები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებისთვის ემზადებიან

მთავრობის ადმინისტრაციაში კვირიკაშვილის ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ასევე უცნობია, გამართავს თუ არა მთავრობის მეთაური ორმხრივ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელმძღვანელ პირებთან.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე შენდება. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე შენდება სარკინიგზო ხაზი საქართველოში ახალქალაქიდან თურქეთში ყარსის რკინიგზის სადგურამდე.

ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას დააკავშირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0