ოცნებები სრულდება: გრანოვსკის თეატრი თბილისში

გამოწერა

მოსკოვის გრანოვსკის თეატრ-ლაბორატორიამ თბილისში სპექტაკლი "საუკუნე მალე დასრულდება" წარმოადგინა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა სპექტაკლი და რა ემოციები დატოვა ჩვენებამ თეატრის ხელმძღვანელზე.

გრანოვსკის თეატრ-ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მსახიობ იგორ პეხოვიჩს უკვე 20 წელია ოცნებად აქვს თბილისელი მაყურებლის წინაშე წარსდგეს. და აი, როგორც იქნა, ოცნება ახდა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ქართული საერთაშორისო თეატრალური ხელოვნების ფესტივალზე GIFT თეატრმა თბილისში წარმოადგინა სპექტაკლი "საუკუნე მალე დასრულდება", რომელიც იოსიფ ბროდსკის პოეზიის მოტივებზეა აგებული.

თეატრალური ხელოვნების ფესტივალს წელს 20 წელი უსრულდება. ფესტივალი 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით იმართება და წარმოადგენს ქართული, იაპონური, ებრაული, რუსული და ევროპის ქვეყნების თეატრალური ჯგუფების სპექტაკლებს.

Sputnik-საქართველო 2017 წელს კვლავ ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია. თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ოფიციალურ Facebook გვერდს და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების გათამაშებაში.

ყველა ახალი ამბავი
0