ასობით ბასკმა მიიღო მონაწილეობა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მხარდამჭერ აქციაში. იხილეთ აქციის მსვლელობის ვიდეო.
აქციის მონაწილეები ბეასაინში შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში ცოცხალი ჯაჭვი აღმართეს. მოგვიანებით ცენტრალურ მოედანზე გაიმართა მიტინგი ლოზუნგით "ჩვენ ყველა კატალონია ვართ".