თბილისში ქართველი და რუსი ბიზნესმენების შეხვედრა მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტურმო „ბილტმორი" თბილისში
სასტურმო „ბილტმორი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ორგანიზატორია კურგანის ოლქის ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრი

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში დაიწყო ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც ქართველი და რუსი ბიზნესმენები მონაწილეობენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

ღონისძიების ორგანიზატორია კურგანის ოლქის ექსპორტის მხარდამჭერი ცენტრი. მიმღები მხარე — საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

„ჩვენ გვინდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ თავისუფლად ვვაჭრობთ ერთმანეთთან. რუსეთი, თურქეთის შემდეგ, ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია", — განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ აგლაძემ ბიზნეს-შეხვედრის გახსნაზე.

რუსი მწარმოებლების საქმიანი მისია საქართველოში 23-24 ოქტომბერს მიმდინარეობს, ამ პერიოდში კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში, ეწვევიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას და დარგობრივ კომპანიებს.

ასი დოლარისა და ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე მეტ თანხას რუსეთიდან აგზავნიან

ასევე, რუსი მეწარმეებისთვის ორგანიზებული იქნება კონტაქტების ბირჟა და В2В — შეხვედრები ქართველ ბიზნესმენებთან.

ბიზნეს-ფორუმზე რუსეთს შემდეგი კომპანიები წარმოადგენენ: შადრინოს ელექტროდების ქარხანა, სავაჭრო სახლი „საგზაო მანქანების კურგანის ქარხანა" (საგზაო-სამშენებლო ტექნიკის წარმოება), საგზაო ტექნიკის ქარხანა „რეგიონი 45" (გზების მშენებლობის, რემონტისა და მომსახურებისთვის დანადგარების წარმოება და მიწოდება), შპს „ტემპერი" (სამრეწველო დანიშნულების მილსადენის არმატურის წარმოება), სს „კურგანის მისაბმელები" (მსუბუქი ავტომობილების მისაბმელების წარმოება).

ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო".

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და რუსეთ შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 700,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 10,6%-ს შეადგენს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0