ხობის მერი გოჩა ქაჯაია გახდა - „ქართული ოცნების"კანდიდატს მხარი 63,2%-მა დაუჭირა

© Sputnik / Levan Avlabreliთვითმმართველობის არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებული კანდიდატი ხობელებს დაპირდა, რომ მათთან ერთად იზრუნებს ყოველი ხობელის კეთილდღეობასა და უკეთეს მომავალზე

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შედეგები უკვე ცნობილია. ხობის მერი გოჩა ქაჯაია გახდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"კანდიდატს მხარი 8 969 ამომრჩეველმა დაუჭირა,რაც 63,2%-ს შეადგენს.

ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს N66-ე ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯობავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სულ ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეგისტრირებული იყო 27 931 ამომრჩეველი, ამათგან არჩევნებში მონაწილეობა 15 303-მა მიიღო.

გოჯა ქაჯაიამ ამომრჩეველს თანადგომისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ხობელებო, მადლობას გიხდით თანადგომისა და ნდობისთვის. თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვა იმ ძალამ, რომლისთვისაც უმთავრესი ადამიანის ღირსების პატივისცემა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. 21 ოქტომბრის არჩევნებმა, ცხადი გახადა, რომ ჩვენს სამშობლოს მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობის მქონე საზოგადოება ჰყავს, რომელმაც არჩევანი ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ, კიდევ ერთხელ გააკეთა. გპირდებით, მე ვიქნები მერი, რომელიც ყოველი ხობელის კეთილდღეობასა და უკეთეს მომავალზე იზრუნებს"- დაწერა ქაჯაიამ თავის facebook გვერდზე.

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0